ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის შესახებ

1. ვინ არის ილია

ილია ავტომატური ასისტენტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მუშაობს. ის კლინიკის სახელით პასუხობს შეკითხვებს და ვიზიტის დაჯავშნაში გეხმარებათ. ილია არ არის ექიმი და არ არის კლინიკის თანამშრომელი. პროგრამა შექმნილია შპს ბოტოტო ტექნოლოჯის მიერ.

2. ილიამ შეიძლება შეცდეს

ჩატში მოცემული ფასები, დროები და ინფორმაცია საორიენტაციოა. საბოლოო ინფორმაციას კლინიკა გიდასტურებთ. მკურნალობის ფასს ექიმი განსაზღვრავს გასინჯვის შემდეგ.

3. ილია სამედიცინო რჩევას არ იძლევა

ილია არ სვამს დიაგნოზს და არ გირჩევთ მედიკამენტებს, მკურნალობას, პირველ დახმარებას ან მოვლის წესებს. ჩატის პასუხი ექიმის კონსულტაციას ვერ ჩაანაცვლებს. ყოველთვის მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს და ნებისმიერი ინსტრუქცია მასთან გადაამოწმეთ. გადაუდებელ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

4. კლინიკის თანამშრომელი ყოველთვის ხელმისაწვდომია

ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ მოითხოვოთ კლინიკის თანამშრომელი ან მიიღოთ კლინიკის ტელეფონი და მისამართი. ილია ამას თავადაც შემოგთავაზებთ, თუ ტკივილი გაქვთ, თუ თქვენს შეკითხვას ვერ უპასუხებს, ან თუ შეკითხვა მკურნალობას ეხება.

5. ვინ არის პასუხისმგებელი

ინფორმაციასა და სამედიცინო მომსახურებას კლინიკა უზრუნველყოფს, პროგრამას კი შპს ბოტოტო ტექნოლოჯი. კანონით დაშვებულ ფარგლებში, არც კლინიკა და არც ბოტოტო არ არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მხოლოდ ჩატის პასუხზე დაყრდნობით მიიღებთ.

6. თქვენი მონაცემები

ჩატში დაწერილ ინფორმაციას კლინიკა ვიზიტის დასაჯავშნად იღებს.

დეტალები იხილეთ კლინიკის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში: bototo.ge/privacy

ბოლო განახლება: 17 ოქტომბერი 2026